Saturday, July 9, 2011

გავუფრთხილდეთ ბუნებას და დავიცვათ გარემო დაბიძურებისაგან

პროექტის სახელწოდება:
გავუფრთხილდეთ ბუნებას და დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:
ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან,რომ სუფთა გარემო მათი უფლებაა,ხოლო დაცვა მათი მოვალეობა.
პროექტის აქტუალობა:
ბუნებრივი რესურსების უყაირათო გამოყენება და ნარჩენი მასალებით გარემოს დანაგვიანება დღეს ერთ–ერთ სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს.

პროექტის მიზნები:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიგებენ,თუ როგორ ანადგურებს და აბინძურებს ადამიანი მრავალი საქმიანობით გარემოს,რის შედეგადაც ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება კლებულობს და თვით ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეები განივითარებენ უნარებს ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და ბუნებაზე ზრუნვაში,ნარჩენი პროდუქტისაგან გარემოს გაწმენდაში და მიყენებული ზიანის გამოსწორებაში.( მაგ.ნერგების დარგვა)
მონაწილეთა ასაკი:14–15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:2–3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შექმნილია ბლოგი,სადაც განთავსდება მოსწავლეების მიერ მოტანილი მასალები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო.ფოტოსურათები.ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პროექტზე მუსაობის პერიოდში თემის შერჩევის შემდეგ ვატარებ მინი–ლექციებს,ვაცნობ მოსწავლეებს საქართველოს კანონს,რომლის მიზანია დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და რაოდენ მნისვნელოვანია ჩვენი წვლილი ამ მიმართულებით.მოსწავლეები ჯგუფურად იწყებენ მასალების მოძიებას,აგროვებენ ცნობებს რამდენად დაბინძურებულია გარემო მათი საცხოვრებელი სახლის გარშემო,გაჩეხილია ტყე და შესაბამისად გადაშენების პირზეა ცხოველთა და ფრინველთა სამყარო.ჯგუფურად ღებულობენ გადაწყვეტილებებს როგორ შეუძლიათ
არსებული პრობლემის მოგვარება.ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ცელოფანით და პლასტიკატით გარემოს დაბინძურებაზე, რადგან შესაფუთი მასალა ძალიან ნელა იშლება ან საერთოდ არ იშლება.ფიქრობენ მათ შეცვლაზე სხვა საშუალებებით.(მაგ.ქაღალდი რადგან ეკოლოგიურად სუფთაა და მისი
ხელმეორედ გადამუშავებაც შეიძლება.პერიოდულად ვაჩვენებ მოსწავლეებს ამ პრობლემის ამსახველ სურათებს.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები დაკავშირებულნი იყვნენ ქიმიასთან, გეოგრაფიასთან,აგრეთვე გაეცნენ
საქართველოს''წითელ წიგნს''
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნაირა გოგიჩაშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:nairagogichashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:nairagogichashvili5.blogspot.com